|
2020-05-17 12:18:48, 1283 ნახვა
რეგიონი
მთიანაჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატება - ჩირუხის მთის განვითარებაზე მუშაობა დაწყებულია
მთიანაჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება. ამჯერად, ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პროექტზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ჩირუხის მთაზე გამართა, სადაც არსებული ტურისტული პოტენციალი და პროდუქტის განვითარების კონცეფციები განიხილეს. ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება. ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. “მთიანაჭარაში ეკოტურისტული და სამთო ტურისტული პროდუქტების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რათა რეგიონის სტუმრებს საშუალება ჰქონდეთ ზღვასთან ერთად მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. ჩირუხის მთა ამ მხრივ გამორჩეულია თავისი ავთენტური და განსხვავებული ტურისტული შესაძლებლობებით. მთაზე არსებულ ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე მოგზაურობა ტურისტებს წელსაც შეუძლიათ, თუმცა ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის შემთხვევაში ჩირუხი უფრო მიმზიდველი გახდება ალპურ ბუნებაში თავგადასავლების მოყვარულთათვის“, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)