15:13 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 17:06:31, 2002 ნახვა

კომენტარი
გახარია - პედაგოგიურმა კორპუსმა გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება

პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმ დევიზის, რომელსაც მთავრობა უნდა გაყვეს - კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.

„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება. ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. რახან ვამბობთ, რომ ეს კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები ნელ-ნელა  მაქსიმალურად ეფექტურად უნდა  ავამუშაოთ", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics