20:36 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 20:25:48, 2106 ნახვა

რეგიონი
კასპის მერიამ კასპში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და მარტოხელა მცირეწლოვანი შვილების დედებს, საკვები პროდუქტები გადასცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ქარხნის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს კასპის მუნიციპალიტეტში COVID -19 -ის გამო შეჭირვებული მოქალაქეების საჭიროებებისათვის გაწეული დახმარებებისა და ქველმოქმედებების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ქარხნის მიერ გადმოცემული საკვები პროდუქტები, კასპში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებსა და მარტოხელა მცირეწლოვანი შვილების დედებს, ასევე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ბინაზე მიუტანეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics