|
2020-05-13 15:15:17, 1668 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - აგერ თქვენ და აგერ მე, ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა
„აგერ თქვენ და აგერ მე, ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, სართხე ყველაფრის არსებობს, ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარ შემასვლებზე ფიქროს. „რა თქმა უნდა სართხე ყველაფრის არსებობს, ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარ შემასვლებზე ფიქროს. ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ეს არის ცხადზე ცხადი რამ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც წლის ბოლოს აუცილებლად ბოლო უნდა მოეღოს და მოეღება. ხალხი იქნება ოპოზიციასთან და ოპოზიცია იქნება ხალხთან. აგერ თქვენ და აგერ მე, ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა. სხვა აზრი არ შეიძლება ნამდვილ საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს დაებადოს და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი არის ასეთი მოქალაქე. წინ გველოდება ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, ის არასოდეს არ წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობას არავინ აღარ მივცემთ“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)