17:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 21:01:46, 2608 ნახვა

მსოფლიო
იანუკოვიჩს მაიდანზე დემონსტრანტების დახვრეტის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, პატიმრობა შეეფარდა- "უნიანის" ცნობით, პიჩერის რაიონულმა სასამართლომ, იანუკოვიჩს წინასწარი პატიმრობა, მაიდანზე დემონსტრაციის დახვრეტის გამო შეუფარდა.

ექს-პრეზიდენტს არ ექნება უფლება, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვოს.

2019 წლის 24 იანვარს კი კიევში, უკრინის სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა  იანუკოვიჩს. 

ის  დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფოს ღალატისა და უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობისა და ომის წარმოებისათვის ხელის შეწყობის, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დახმარების ბრალდებებით.
2014 წელს იანუკოვიჩი რუსი სამხედროების დახმარებით გაიქცა რუსეთში, სადაც დროებითი თავშესაფარი მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics