|
2020-05-12 12:26:23, 1186 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი: საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ
ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ და ამ თემით მანიპულირება ოპოზიციის იმ ძალებს სურს, ვინც განწყობილია იმისათვის, რომ საბოლოოდ შეთანხმება არ იყოს მიღწეული, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს. „ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. სხვათა შორის იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ზუსტად ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში, შეთანხმების პროცესში პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული. ასე, რომ ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია იმისკენ, რომ კონსენსუსი არ იყოს განხორციელებული", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)