20:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 12:22:52, 1306 ნახვა

კომენტარი
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციისგან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების"  თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციისგან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან მათ თავიდანვე არ უნდოდათ, რომ ეს კონსენსუსი შემდგარიყო.

იგი მოუწოდებს ოპოზიციას არ გაცდნენ შეთანხმების ფორმატს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია აღარ ვილაპარაკოთ შეთანხმების ტექსტზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აპელირებს მუდმივად ოპოზიციის ეს უპასუხისმგებლო ნაწილი იმაზე, რომ დაარღვევს 8  მარტის შეთანხმებას. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ არ უნდოდათ, რომ კონსესუსი შემდგარიყო და ეს იყო მათთვის იძულება. მოვუწოდებ მათ, რომ არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგანაც ამ შემთხვევაში მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics