18:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 09:27:48, 1039 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - აშშ-სა და ევროკავშირის მისიებმა მკაფიოდ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ოქრუაშვილის განაჩენი ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმებას

 „აშშ-სა და ევროკავშირის მისიამაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ეს განაჩენი ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების პრინციპებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საელჩოებმა 8 მარტის შეთანხმების შესახებ არაერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თუ კიდევ ერთხელ გააკეთებენ ამას, ბაქრაძე მიესალმება ამგვარ ნაბიჯს.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები, მაგალითად აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებისგან, როცა საუბარი იყო ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერასა და მისთვის სასჯელის მისჯაზე. გვახსოვს, რომ მაშინ აშშ-სა და ევროკავშირის მისიამაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ეს განაჩენი ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების პრინციპებს. ამიტომ მათი პოზიცია უკვე გამოხატულია, მაგრამ ვიმეორებ თუ კიდევ ერთხელ გააკეთებენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას, რადგან სპეკულაცია უნდა დასრულდეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics