|
2020-05-11 15:59:07, 1185 ნახვა
კომენტარი
გახარია - საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ლოკაციის პოზიციონირება უნდა გავაძლიეროთ
პირველ რიგში ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ - უსაფრთხო ქვეყანა ვირუსის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქვს ყველა იმ მარკეტინგულ პროგრამას, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციას, უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება. „საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ლოკაციის პოზიციონირება უნდა გავაძლიეროთ. ყველაფერს, რაც აქამდე გვქონდა გაკეთებული და რაშიც უამრავი რესურსი გვქონდა ჩადებული, უნდა დავუმატოთ, რომ გარდა იმისა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, ეს არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად ეკონომიკის გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)