|
2020-05-11 15:34:42, 1321 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე მმართველ გუნდზე - ყინულივით დადნება ყველა ის მხარდაჭერა, რომელიც ჰგონიათ, რომ კორონავირისის გამო მოიპოვეს
„ყინულივით დადნება ყველა ის მხარდაჭერა, რომელიც ჰგონიათ რომ საზოგადოების მხრიდან კორონავირისის გამო მოიპოვეს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა. მისი მეორე ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა. ვაშაძემ განმარტა, რომ ხელისუფლებას მოუწევს შეთანხმების ამ კომპონენტის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვება. „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან საარჩევნო სისტემა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქედან გამომდინარე, მე მათ მოვუწოდებ, რომ ხელი აიღონ ამ თაღლითობისგან, თორემ ძალიან მკაცრი იქნება რეაქცია მათთან მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და მათ აუცილებლად მოუწევს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. ახლა ფიქრობენ, რომ კორონავიურსს ამოეფარნენ. ყინულივით დადნება ყველა ის მხარდაჭერა, რომელიც ჰგონიათ რომ საზოგადოების მხრიდან კორონავირისის გამო მოიპოვეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)