05:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 12:50:46, 666 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: ბიზნესის მოლოდინი, რომ შრომის ინსპექცია მათ მძიმე დარტყმას მიაყენებდა არ დადასტურდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბიზნესის გარკვეული  ნაწილის მოლოდინები, რომ შრომის ინსპექტირების სამსახურის ამოქმედება მათ საქმიანობას  გაუძვირდებდა არ დადასტურდა.
დავით სერგეენკომ შრომის ინსპექტირების საკითხზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 
მისი თქმით, მონიტორინგი უკვე განხორციელდა 31 სახელმწიფო და კერძო კომპანიაში. 
„გადამზადდა 25 შრომის ინსპექტორი. ბიზნესის გარკვეული  ნაწილის მოლოდინები, რომ შრომის ინსპექტირების სამსახურის ამოქმედება მათ მძიმე დარტყმას მიაყენებდა და საქმიანობას  გაუძვირებდა საბედნიეროდ  არ დადასტურდა. 31 სახელმწიფო და კერძო დაწესებულებაში ჩატარდა ინსპექტირება. აღმოჩენილი იქნა, ის რაც მოსალოდნელი იყო. მარტივად მოგვარებადი ხარვეზები. შეიძლება ითქვას, რომ შრომის ინსპექტირების სამსახური ფუნქციონირების დასაწყისი წარმატებულია. მადლობა იმ 31 კომპანიის წარმომადგენელს, რომ აბსოლუტურად საღად შეხვდნენ ამას და სურვილი გამოთქვეს ჩართულიყვნენ ამ პროცესში. ნებისმიერი კომპანიისთვის შრომის ინსპექცია არის არა რისკის შემცველი, არამედ მათი რისკებისგან დამცავი. ეს ახდენს პრევენციას დიდ წილად სამუშო ადგილზე მიღებული დაზიანებების და  თუ კომპანიები ვალდებულები იყვნენ რიგ შემთხვევში კომპენსაციები გადაეხადათ თანამშროლებისთვის, ისინი ამ ხარჯებისგან დაცულები იქნებიან“,-განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics