|
2020-05-09 09:39:59, 1286 ნახვა
კომენტარი
გახარია 9 მაისზე - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რამხელა ღვაწლი, წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ გამარჯვებაში
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. მისი თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რამხელა ღვაწლი, წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ გამარჯვებაში. „75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შესწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე. მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება, ხოლმე რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო, პატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის დიდი გამარჯვებისთვის, მაგრამ ეს შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, წვლილი შეიტანა საქართველომ, ქართველების სიცოცხლით ამ გამარჯვებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც ყოველთვის უნდა გავახსენოთ. პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, ვულოცავ მათ, სახელმწიფო ზრუნავს მათზე და გააგრძელებს მათზე ზრუნვას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)