|
2020-05-07 16:29:02, 1341 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც ახალი რეალობიდან გამომდინარე უფრო მეტად აქტუალური გახდება
ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც ახალი რეალობიდან გამომდინარე, პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პირველ რიგში ეს არის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი. „ჩვენისთანა მდიდარი კურორტების, ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქვეყნისთვის ესაა დამატებითი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ესაა ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ღია სივრცესთან, სადაც შესაძლებელია, ადამიანების ერთ ადგილზე ზედმეტი თავმოყრის გარეშე მიეწოდოს ხარისხიანი ტურისტული სერვისები. „ესაა სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები, მთის კურორტები და ასევე სპეციალური დაცული ტურისტული ზონების იდეა, სადაც შევქმნით სპეციალურ მწვანე დაცულ ტერიტორიებს და ზონებს, სადაც პრივატულობის დაცვით, დისტანციის დაცვით ტურისტები შეძლებენ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის სერვისების მიღებას, რაც სრულიად შესაბამისობაში იქნება პოსტკოვიდური ტურისტული გლობალური ბაზრის მოთხოვნებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)