|
2020-05-07 14:49:00, 1290 ნახვა
კომენტარი
თურნავა - მოვახდენთ იმ სასტუმროს საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, რომლის წლიური ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა
ყველა იმ სასტუმროს საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას მოვახდენთ, რომლის წლიური ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სასტუმროების საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე მოახდენენ და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება. „ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ. რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებისთვის, ანუ სასტუმროებისთვის უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ვთავაზობთ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, ესაა სასტუმროების 95%-ზე მეტი, ჩვენ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)