|
2020-05-07 12:14:59, 14032 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსზე რამდენიმე ორსულის კვლევის პასუხებს ელოდებიან
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში რამდენიმე ორსული შეიყვანეს და ლუგარის ლაბორატორიიდან მათ პასუხებს ელოდებიან. მისი თქმით, კლინიკაში 58 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია, საიდანაც 4 რეანიმაციაში იმყოფება. „კლინიკაში გვყავს 72 პაციენტი, გვყავს 58 დადასტურებული შემთხვევა. დღეს კლინიკიდან მხოლოდ 1 პაციენტი გაეწერება. რეანიმაციაში რჩება 4 პაციენტი. 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე. ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით უფრო სტაბილურია, ხელოვნური ვენტილაციის გამარტივებულ რეჟიმზეა. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, სტაბილურია, უარყოფითი დინამიკა არცერთ მათგანთან არ ფიქსირდება“, - განაცხადა ლევან რატიანმა. რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, როგორც რატიანმა აღნიშნა, ხდება როგორც მათი, ისე ნაყოფების მონიტორინგი. მისი თქმით, როგორც ორსულების და ასევე მათი ნაყოფების სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)