|
2020-05-07 10:49:08, 5843 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. მისი თქმით, პაციენტი ერთი კვირაა მათ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია ჯერჯერობით არ მომხდარა. „5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. აქედან 3 საკარანტინე სივრციდანაა და მიმდინარეობს მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული პაციენტი არ მიგვიღია. ამ ეტაპზე გვყავს 47 დადასტურებული პაციენტი, რადგან გუშინ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა. დღესდღეობით გვყავს 79 გამოჯანმრთელებული პაციენტი. 47 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ეს პაციენტი უკვე ერთი კვირაა რაც ჩვენთან იმყოფება და არის ჟანგბადდამოკიდებული. მისი მდგომარეობა მძიმეა როგორც ასაკით, ასევე თანარსებული დაავადებებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში სტაბილიზაცია არ მიგვიღია. დაგვრჩა მხოლოდ ერთი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ძირითადად საშუალო და მსუბუქი მდგომარეობის პაციენტები გვყავს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)