|
2020-05-06 16:02:11, 1438 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი ყანდიაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირზე - მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა
მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და უცებ აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში მელანდებოდა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან კავშირი არ ჰქონია. როგორც ჩუგოშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ყანდიაშვილს პარტიაში წლების განმავლობაში ხედავდა. „ძალიან გაკვირვებული ვარ, ამის გარდა, ყველაფერს ველოდი, რაზეც მამუკამ ისაუბრა. მუშაობდა იქ ადამიანი, ვხედავდი და წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ. როცა ადამიანი მუშაობს და უცებ აღმოჩნდა, რომ მელანდებოდა წლების განმავლობაში, ამას არ ველოდი ნამდვილად. პარტია ეძებს ობიექტს, რომლისკენაც ხელს გაიშვერს მაშინ, როცა „ფეისბუქმა“ არაერთი პროსამთავრობო ანგარიში გააუქმა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, მდინარაძის განცხადებაზე მხოლოდ ერთი რამ ახსენდება, "როცა სხვის თვალში ბეწვს ეძებ და საკუთარში დირეს ვერ ხედავ". „მამუკას შეფასებას რაც შეეხება ამ ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი რამ მომდის თავში, როცა სხვის თვალში ბეწვს ეძებ და საკუთარში დირეს ვერ ხედავ. ათასობით ყალბ ანგარიშს გიუქმებენ და ეძებ, ვისკენ გაიშვირო ხელი. წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან არანაირი ოფიციალური და არაოფიციალური კავშირი არ ჰქონია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)