|
2020-05-06 14:40:08, 1676 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი ანდრია სარიას მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - სისულელის დრო არ გვაქვს სჯობს სხვა საქმეს მივხედოთ
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა გუშინ, მამა ანდრია სარიას მიერ გავრცელებული ჩანაწერის შესახებ და აღნიშნა, რომ თუ ეს სიმართლეა, ეს ქვეყნის დასასრულს ნიშნავს. მანვე აღნიშნა, რომ მათ ახლა სისულელის დრო არ აქვთ და სჯობს სხვა საქმეებს მიხედონ. „თუ ეს მართალია მაშინ ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. თუ ეკლესიაა ამაში დამნაშავე, თუ პატრიარქი ამაშია დამნაშავე, მაშინ აღარაფერი არსებობს. თუ ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო და თვითონ, ვინც ამ საკითხებს აყენებენ, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ადრე ეთქვათ რაიმე. დამთავრდა პანდემია და ახლა გაახსენდა და პასუხი აქ არის, სისულელის დრო არ გვაქვს სჯობს სხვა საქმეებს მივხედოთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც საპატრიარქოში მოხდა. ჩანაწერის მიხედვით, ინციდენტის შესახებ საპატრიარქოს მაღალი იერარქები ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა მღვდელმთავრებმა დუმილი ამჯობინეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)