04:54 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 18:31:11, 626 ნახვა

საზოგადოება
„ალიანტე 2015“-ის გამარჯვებულები ფოთს ესტუმრნენ

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თემატური საერთაშორისო კონკურსი ,,ალიანტე-2015''-ის გამარჯვებული გუნდების წევრები ფოთს ესტუმრნენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს,  ,,ალიანტე'' ახალგაზრდული სამხედრო-სპორტული და ინტელექტუალური თამაშების ერთობლიობაა, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ასპარეზობენ. 
წელს ,,ალიანტე-2015''-ის ფინალი ლიტვაში გაიმართა, გამარჯვებულები ზაფხულის დღეებს საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში ატარებენ, ეცნობიან ღირსშესანიშნაობებს და სამხედრო-სპორტულ ტურებს აწყობენ.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო კონკურსის მონაწილეებმა, რომლებიც წარმოადგენენ პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ლიტვას,ხორვატიას, თურქეთსა და საქართველოს, ფოთში დაათვალიერეს კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა, მუზეუმი, საკათედრო ტაძარი და თეატრი. ნატოს თემატური საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია ,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე შეხვდნენ.
ქალაქის ხელმძღვანელებმა ,,ალიანტეს'' მონაწილეებთან თეატრის ვესტბიულში სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
ირაკლი კაკულიას თქმით, ნატოს თემაზე მოქმედი საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულთა ვიზიტი და მთლიანი ტური კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსთან, რაც მომავალი თაობისათვის ფრიად საინტერესო და სასიკეთოა.
 ,,ალიანტეს'' კონკურსანტთა ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო''-ს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
 სტუმრებს ფოთის ღირსშესანიშნავი ადგილები მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ქვარცხავამ დაათვალიერებინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics