|
2020-05-04 19:44:26, 1285 ნახვა
კომენტარი
საფრანგეთი საგანგებო მგომარეობას ახანგრძლივებს
საფრანგეთის ხელისუფლება, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 2 თვით , 24 ივლისის ჩათვლით გეგმავს. ხელისუფლების შეთავაზებას, შემდეგ კვირას ქვეყნის პარლამენტი განიხილავს. მინსტრთა ჩანაფიქრის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იურიდიულ და დროებით ჩარჩოებს უზრუნველყოფს კარანტინის ეტოპობრივი შემსუბუქებისას. "11 მაისს, არსებული შეზღუდვების ყველა პირობის პირნათლად შერულების შემთხვევაში, ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება აღდგება და ფრანგებს აღარ მოუწევთ ქუჩებში გაწერილად გადადგილება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა. საგანგებო სიტუაცია მოიცავს სავალდებულო იზოლაციას ქვეყანაში შემოსული საფრანგეთის მოქალაქეთა და სხვა ქვეყნის მოქალაქეთათვის, ასევე პირბადის სავალდებულო ტარებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტებში. ოფიციალური პარიზი, კვლავ იუწყება, რომ წინ ვირუსთან ხანგრძლივი თანაცხოვრება ელოდება საფრანგეთის მოქალაქეებს. ეს გვაცნობებს, იმასაც, რომ სკოლები ეტაპობრივად გაიხსნება, 11 მაისიდან დაბალი კლასების მოსწავლეები სკოლებში დაბრუნებას შეძლებენ, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეების რაოდენობა, თითოეულ კლასში განახევრდება და ისინი მუდმივად შეძლებენ ხელების დაბანვას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)