|
2020-05-04 19:14:32, 1308 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ბევრი გადაწყვეტილება განიხილება იმ ფორმატში, სადაც განხილვას პარტიის თავმჯდომარე წარმართავს
„მთელი რესურსი, როგორც ხელისუფლების, ასე მმართველი პარტიის არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვოთ თავი პრობლემებისგან, ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან და ამ ყველაფრის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პატიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მობილიზაციის, სრული კონცენტრაციის და კარგი მუშაობის დამსახურებით ცდილობს არსებულ გამოწვევებთან ბრძოლას. „ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ პარტიას, აქედან გამომდინარე, პარტიის რესურსის სრული მობილიზება, რა თქმა უნდა, თავმჯდომარის ორგანიზებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესის სწორად სამართავად. მობილიზაციის ეს ხარისხი რომ არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი, როგორც ხელისუფლების, ასევე მმართველი პარიის, ბუნებრივია პრობლემები იქნებოდა მეტი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ვახერხებთ ამ პრობლემების გადაჭრას და ეს არის სწორედ ამ მობილიზაციის, სრული კონცენტრაციის და ძალიან კარგი მუშაობის დამსახურება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)