|
2020-05-04 18:13:36, 1139 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია
„შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობას, თითოეულ უწყებას, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა ურთიერთობა საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან. „შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია. ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით კონტაქტზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისე კომიტეტის ხელმძღვანელებთან, ასევე, პარლამენტის სხვა წევრებთან. ასე რომ, ის საკომპენსაციო და ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტი, რაც შემუშავდა, რა თქმა უნდა, პარლამენტთან და უმრავლესობასთან ერთად იქნა შემუშავებული. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში ვინმეს უკმარისობის გრძნობა აქვს, ნამდვილად არაა მართებული. ჩვენ დავაწესეთ საკმაოდ კარგი სტანდარტი, როგორი უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)