|
2020-05-03 14:15:26, 1456 ნახვა
კომენტარი
მეუფე შიოს განცხადებით, ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიებას უნდა დაველოდოთ
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა, რომ ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიებას უნდა დაველოდოთ. „ყველა განსაცდელს, ყველა შიშს, ყველა მუქარას ყოველთვის სძლევდა ქრისტეს სიყვარული, თუ ეს გვაქვს, ამ ყველაფერს დავძლევთ, თუ არ გვაქვს, ვეცადოთ, რომ მოვიპოვოთ. ვერ გეტყვით ჯერ გამოძიება როგორ დასრულდება, იმისდა მიხედვით მერე მოგახსენებთ“, - განაცხადა მეუფე შიომ. შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეეფარდა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)