|
2020-05-01 16:26:43, 1320 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენ მოსახლეობას
„მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენ მოსახლეობას", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ყველანაირი დახმარებაზე, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ღებულობს. „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები არსებობს, რომელსაც დეფაქტო ხელისუფლებები ექვემდებარებიან, მაგრამ არსებობს რეალობა. არსებობს ადამიანების ძალიან დიდი მოწყვლადი ჯგუფი, რომელთაც არავის იმედი არ გააჩნიათ. ესენი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ჩვენი მოქალაქეები არის. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება არ არის ერთადერთი, რომელიც ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამის შესახებ განცხადება და კიდევ მეტი - ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ჩვენ მოსახლეობას. საუბარია ყველანაირი დახმარებაზე, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ღებულობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)