|
2020-05-01 15:11:59, 1263 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ჩვენ მივყვებით ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის 90%-ში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს თვეებში სულ მცირე 300 მცირე და საშუალო მეწარმე მიიღებს დახმარებას. მისი თქმით, ისინი პრაქტიკულად აორმაგებენ იმ დარგების არეალს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაეხმარებიან. „დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვაორმაგებთ იმ დარგების არეალს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დავეხმარებით და სულ მცირე 300 მცირე და საშუალო მეწარმე მიიღებს ამ დახმარებას უახლოეს თვეებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მანვე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს სესხის უზრუნველყოფის 90%-ში დაეხმარებიან. რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ დამატებითი უზრუნველყოფის მოძიება აღარ დასჭირდეს. „ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა ჩვენი განახლებული საკრედიტო სქემა. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი. ეს არის ისეთი დახმარების პროგრამა, როდესაც სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს სესხის უზრუნველყოფაში. აქამდე ჩვენ მივყვებოდით ბიზნესს სესხის 70%-ში და დღეს როდესაც საუბარია სესხის მოზიდვაზე, 90%-ით, ანუ პრაქტიკულად სრულად იქნება ჩვენი უზრუნველყოფით გაკეთებული. ბიზნესებს არ დასჭირდება დამატებითი უზრუნველყოფის მოტანა“, - აღნიშნა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)