20:03 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 11:36:27, 5257 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 2570-მდე სამხედრო უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით 2570-მდე სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მედალი  „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" 1800-ზე მეტმა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მიიღო, რომლებმაც გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი ერაყსა და კოსოვოს სამშვიდობო  მისიებში მონაწილეობით შეიტანეს. 

მინისტრის ბრძანების თანახმად, სამხედრო სამსახურის უმწიკვლოდ შესრულებისათვის 680-ზე მეტმა სამხედრო

მოსამსახურემ I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები -„უმწიკვლო სამსახურისათვის" მიიღო. წლის განმავლობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის კი, 90 სამხედროზე მეტი სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების დღეს მათ მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვისთავდადებული“ გადაეცათ.

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის 24 სამხედრო მოსამსახურე  დაჯილდოვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics