|
2020-04-29 13:39:04, 1220 ნახვა
კომენტარი
კობა გვენეტაძე - უმჯობესია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს, მაგრამ ამის გაკეთება მოკლე ვადაში შეუძლებელია
ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ განმარტა, უმკლავდება თუ არა ეროვნული ბანკი გაზრდილ ფასებს. მისი თქმით, როდესაც ხდება მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი შემთხვევები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა, ხოლო ცენტრალურ ბანკებს მთელს მსოფლიოში არ აქვთ რაიმე ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ინფლაცია ასეთი შემთვევების მერე ძალიან მალე იმავე მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება. „როდესაც ხდება მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი შემთხვევები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა. ცენტრალურ ბანკებს მთელს მსოფლიოში არ აქვთ რაიმე ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ინფლაცია ასეთი შემთვევების მერე ძალიან მალე იგივე მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება. კარგად მესმის, რომ უმჯობესია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს, მაგრამ ამის გაკეთება მოკლე ვადაში შეუძლებელია. ამავე დროს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვტილებების საფუძველზე იმ ჩარჩოს საფუძველზე, რომელიც აქვს შექმნილი ეროვნულ ბანკს, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ინფლაცია საშუალო ვადიან პერიოდში დაუბრუნდება და იმოძრავებს მიზნობრივი ნიშნულისკენ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)