|
2020-04-27 19:48:26, 1578 ნახვა
კომენტარი
ხათუნა ზახაშვილი ეროვნულ გამოცდებზე - ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად აბიტურიენტების უსაფრთხოებისთვის
ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ უსაფრთხოდ ჩატარდეს - ამის შესახებ,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა . მან ასევე აღნისნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია. „ამ მხრივ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან, გვაქვს მათთან ერთად მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მეტად როგორ იქნებიან ის ადამიანები დაცულები, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ. მართლაც, აბიტურიენტებს ამ პერიოდში, მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში, მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უმრავლეს მათგანს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის, თუ დღესასწაულის აღნიშნვა, შეიძლება ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში და მე თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ გამოცდებზე და ვუსურვებ, მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ. ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, - განაცხადა ზახაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)