23:32 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 16:28:29, 1553 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე - პრაქტიკულად, ეს იყო ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა

 „პრაქტიკულად, ეს იყო  ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც იმ პერიოდში მართავდა სახელმწიფოს, მმართველობის სისტემაში ღებულობდა მონაწილეობა და დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „როგორი კუთხითაც არ უნდა ეცადონ დაგვანახონ მდგომარეობა, ფაქტია რაც მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით, ან თუნდაც გავიხსენოთ  განზრახ მოკლული ადამიანები,  ან სტრასბურგის  სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით რა მოხდა ციხეში, რა მოხდა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა მიმართ, იყო თუ არა წამება ამ სახელმწიფოში როგორც მართვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი“.

 „პირდაპირ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გატარებული უნდა ყოფილიყო ისეთივე ზომები, როგორიც ვთქვათ, ბადრი პატარკაციშვილის მიმართ, ძალადობაზე მაქვს ზოგადად საუბარი.  იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის პერიოდი არ ახსოვს, არ აქვს იმ პერიოდთან ემოციური კავშირი, ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე  ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში. გარკვეულწილად, ამ ისტორიულ გაკვეთილს, ვფიქრობ,  ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც, რომლებსაც არ უნდა დარჩეთ ეჭვი იმ პოზიციაში და იმ სიმართლეში, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია.

ვფიქრობ, რომ ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ არის გასაანალიზებელი იმ ადამიანების მიერ, ვინც დღეს მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას" და მხარს უჭერს მიშა სააკაშვილს კლასტერს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.​

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics