|
2020-04-26 14:16:19, 6248 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, საიდანაც 29 შემთხვევაა დადასტურებული
ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, საიდანაც 29 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეისთვის საქართველოში 12 000 PCR ტესტირებაა ჩატარებული. „ბოლო 24 საათის განმავლობაში არის 29 ახალი შემთხვევა. ეს არის ძირითადად ბოლნისის უკვე ცნობილი კლასტერიდან. ასევე თეთრიწყაროსი. მოგეხსენებათ, იქ იყო შემთხვევა და იმისი კონტაქტებია. გარდა ამისა, ერთი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო, სწრაფი ტესტით იყო დადებითი და ამჯერად დადასტურდა PCR მეთოდითაც. ასევე თბილისში დაემატა ოთხი ახალი შემთხევა, ესეც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან. რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 შემთხვევა, მაშინ როდესაც გუშინ იყო გაკეთებული 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა. სულ დღეისთვის გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი ქვეყანაში, ეს რაც შეეხება PCR ტესტირებას. დაახლოებით ხუთი ათასზე მეტი სწრაფი ტესტია გაკეთებული“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)