23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 14:00:31, 1699 ნახვა

კომენტარი
იონათამიშვილი - უკრაინა ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა და ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას გაფრთხილება უნდა

უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა და მსურს ჩვენს უკრაინელ კოლეგებს მოვუწოდო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას გაფრთხილება უნდა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა რატი იონათამიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო არჩევის საკითხზე კომენტირებისას.

მან განცხადებაში აღნიშნა ასევე, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ ქართული არამედ სტრასბურგის სასამართლოების მხრიდანაც დამნაშავედ არის ცნობილი.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, მე მინდა ჩემს უკრაინელ კოლეგებსაც შევახსენო, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ ქართული სასამართლოების მხრიდან არის ცნობილი დამნაშავედ და არის ძებნილი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც არის მიჩნეული გირგვლიანის საქმეზე როგორც სისტემური დანაშაულის მთავარი დირიჟორი და ორგანიზატორი.  მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეყოფათ გონიერება ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და სააკაშვილის კანდიდატურა არ იქნება მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, ეს აისახება ჩვენი მეგობარი ქვეყნების ურთიერთობაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი  და გასაფრთხილებელია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics