|
2015-08-14 18:54:25, 393 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი
ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აფხაზეთის ომის 23-ე წლისთავს ეხება. პრემიერის თქმით, საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. „1992 წლის 14 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. აფხაზეთის ომის იარები დღესაც მოუშუშებელია ქართველებისა და აფხაზებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - ამ ომმა საქართველოს საუკეთესო შვილები შეიწირა. პატივს მივაგებ ომის მსხვერპლთა და სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას. აფხაზეთის ომს ასობით ათასი ადამიანის დევნილობა მოჰყვა, რომელთაც უმძიმესი წლები გამოიარეს. მე ქედს ვიხრი მათი გამძლეობის წინაშე. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მათთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. საქართველომ ამ ომით მძიმე გამოცდილება მიიღო. დღეს აღარა გვაქვს უფლება წამოვეგოთ პროვოკაციებს, რისკის ქვეშ დავაყენოთ ქვეყანა და ადამიანების ბედი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის ტრაგიკულ შეცდომებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ძმათამკვლელი ომი. საქართველო არ შეწყვეტს ერთიანობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთზე ახლობელი - შეუძლებელია აფხაზ და ოს ძმებს ჩვენზე დიდი და გულწრფელი გულშემატკივარი ჰყავდეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)