02:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 12:04:46, 1220 ნახვა

კომენტარი
„ენერგეტიკული გაერთიანება" - საქართველო, კრიზისული პერიოდის მიუხედავად, ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებას განაგრძობს

გასული წლის ბოლოს მესამე ენერგეტიკული პაკეტის შესაბამისად მიღებული ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, საქართველომ აგრძელებს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი მეორადი საკანონმდებლო ბაზის დანერგვას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, COVID-19 კრიზისთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, - ნათქვამია „ენერგეტიკული გაერთიანების" ოფიციალურ რელიზში, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

რელიზის თანახმად, საქართველოში ამოქმედდა ელექტროენერგეტიკული ბირჟა და დამტკიცდა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია, რომელიც „ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და ითვალისწინებს ქვეყანაში როგორც ორმხრივი, ისე ორგანიზებული ელექტროენერგიის ბაზრების ეტაპობრივ განვითარებას და, ასევე, გარდამავალ პერიოდში, ბაზრის სრულ გახსნამდე, სათანადო ღონისძიებების უზრუნველყოფას.

„ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაზე მომუშავე გუნდს, რომელშიც შედიან სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიის და ბიზნესის წარმომადგენლები. დღევანდელი რთული პირობების მიუხედავად, მათ მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად დროულად მოამზადეს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია. ეს უმთავრესი ნაბიჯია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის“, - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics