21:47 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 15:32:54, 638 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე, ხელის გაშვერას სხვაგან არ დავიწყებდი

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძის შეფასებების საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა.

"მე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან. ვინაიდან ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი, ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეროვნული ბანკი სრულიად დამოუკიდებელია და მის გადაწყვეტილებებში არავინ ერევა.

"არასდროს არავის მხრიდან კითხვა არ დასმულა, ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა. კითხვები დასმული იყო მის მოცულობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება და არავინ არ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics