|
2020-04-15 18:30:23, 1727 ნახვა
რეგიონი
ქვემო ბოლნისის შემდეგ მუნიციპალიტეტში სოფელი სავანეთი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული 20 შემთხვევიდან, 2 სოფელ სავანეთის მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ. ამ დროისთვის პირველადი ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომანდაციით, სოფელი სავანეთი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. ჩაკეტილი სოფლის მისადგომები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოინახულეს. „ბოლნისში დადასტურებული COVID 19-ის შემთხვევებიდან 2 სოფელ სავანეთს უკავშირდება, ჯერ-ჯერობით პირველადი წყარო უცნობია, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით ქვემო ბოლნისის მსგავსად სოფელი სავანეთიც დროებით ჩაიკეთა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფლის საზღვრებთან მოეწყო ბლოგპოსტები და სამართალდამცველები სიტუაციას აქტიურად გააკონტროლებენ. სავანეთსა და მის მიმდებარე სოფლებში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება შეფერხების გარეშე განხორციელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საჭიროებებს დროულად დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)