|
2015-08-12 18:10:55, 319 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიძე: პარლამენტმა ვეტო ნეგატიურ შედეგებზე დასაფიქრებლად უნდა გამოიყენოს
პარლამენტმა პრეზიდენტის უნდა გამოიყენოს ვეტო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებსაც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის ძალაში შესვლა მოიტანს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. ქადაგიძის შეფასებით, ვეტოს ლარის კურსზე არანაირი პირდაპირი გავლენა არ აქვს. "რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ის არის ცნობილი, ეს არის ცუდი კანონი. ეს არის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩვენ პოზიციას იზიარებს ყველა - დაწყებული არასამთავრობო სექტორით, დამთავრებული საერთაშორისო პარტნიორებით. ჩვენ მივესალმებით ვეტოს და ვთვლით, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და ვეტო გამოიყენოს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებსაც ამ კანონის ძალაში შესვლა მოიტანს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)