|
2015-08-12 16:31:17, 660 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: მთავრობის არგუმენტგამოცლილი ბრალდებების ფასს, თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯიბით იხდის
„მთავრობის ყოვლად არგუმენგამოცლილი ბრალდებების ფასს, თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარი ჯობით იხდის“,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მისამართით მთავრობის წევრების მიერ გამოთქმული ბრალდების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ამ პროცესში ჩართვას მომავალშიც არ აპირებს. „მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უპირობოდ მხარს უჭერს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ რეზერვების გამოყენება იქნებოდა გაფლანგვა. ამას ექნებოდა ძალიან უარყოფითი ეფექტი ეკონომიკისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. დაჟინებით იყო მოთხოვნა ეროვნული ბანკის მიმართ. არ წყდება კამპანია, შეტევა მონეტარული ინსტურმეტებისა და ზოგადად ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის, ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკისადმი. უკვე ტრადიციად იქცა მთავრობის სხვადასხვა წევრების და კოალიციის ლიდერების ყოვლადუარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ კომიკური ბრალდებები. ჩვენ რა თქმა უნდა არც წარსულში და არც ახლა არ ვაპირებთ ამ ბრალდებებში ჩართვას. ვიზიარებთ იმ პასუხისმგებლობას რაც ჩვენ გვაკისრია. ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან მავნებელი და ცუდი ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ ყოვლად არგუმენტგამოცლილი ბრალდებების ფასს თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარი ჯიბით იხდის. ახლა არ არის ბრალდებების დრო, ახლა 24 საათიანი მუშაობისა და კონკრეტული შედეგის დადების დროა, რომელიც საბოლოო ჯამში შეამცირებს ჩვენ საზოგადოებაში არსებულ სოციალურ ტვირთს“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)