16:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 13:00:39, 2051 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლა აიკრძალა

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლა უნდა აიკრძალოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ქვეყნის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელზე, ვლადიმერ ლეგოიდაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, საპატრიარქოს წარმომადგენლები გონივრულს უწოდებენ.

„მოსკოვის, ისევე როგორც სხვა რეგიონის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღდგომის დღეს არ მივიდნენ ადამიანები საფლავზე კორონავირუსული ინფექციის გამო - გონივრული და საფუძვლიანი ზომაა, რომელიც აარიდებს მოსახლეობას საფრთხისგან“, - წერს ვლადიმერ ლეგოიდა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღით ადრე ლაგოიდამ განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში ილოცონ და ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics