|
2015-08-11 16:42:50, 365 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მედიაპლურალიზმი უზრუნველყოს
ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეს გამოეხმაურა. მიატოვიჩის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საკუთრებასთან დაკავშირებულმა გადაჭარბებულმა სასამართლო ზომებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალ მედიასა და მედიაპლურალიზმს. "სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს "რუსთავი 2"-ის თავისუფლად მუშაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის არაპროპორციული, გადაჭარბებული და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მედიაპლურალიზმს საქართველოში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი", - აღნიშნა მიატოვიჩმა. დუნია მიატოვიჩის განცხადება ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“–ის ქონება სრულად დააყადაღებულია. სასამართლომ გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)