07:15 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 13:24:05, 1313 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი - ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება

 „ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქმით, გახანგრძლივდა ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა და ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღების ცვლილებას.

„როგორც მოგეხსენებათ, ტელესკოლის პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ირებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან კონსულტაციებს. მოგეხსენებთ, რომ ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics