|
2020-03-31 12:18:30, 1859 ნახვა
რეგიონი
მარნეულის მერი - 88 000 ადამიანი შემოწმდა, საველე ჰოსპიტალში კი მხოლოდ 15 ადამიანი იმყოფება
დღევანდელი დღის მონაცემებით 88 000 ადამიანი შემოწმდა უკვე, საველე ჰოსპიტალში კი 15 ადამიანი იმყოფება - ამის შესახებ, მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ანალიზების პასუხები მზად პირველი საათის შემდეგ იქნება. „დღევანდელი დღის მონაცემებით 88 000 ადამიანი შემოწმდა უკვე, საველე ჰოსპიტალში 15 ადამიანი იმყოფება, ანალიზების პასუხებს ველოდებით პირველი საათის მერე, ასევე ამ დროისთვის გვექნება თერმოსკრინინგის ახალი მონაცემები, რომელიც 6 ერთეულში აქტიურად გრძელდება, 11 ერთეულში კი დასრულებულია. ქალაქსა და სოფლებში სტაბილური მდგომარეობაა, ახალ პირობებთან დაკავშირებით, ინფორმაციას აქტიურად ვავრცელებთ, როგორც ქართულ ასევე აზრბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ბანკებთან არის ხალხმრავლობა, თუმცა ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება და ასევე ზედამხედველობის წარმომადგენლები. ის რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია დაცულია. სასურსათო მარაგი ჩვეულებისამებრ შემოდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კოორდინირებულად ვმუშაობთ ქსელებთან და მარაგის პრობლემა არცერთი მიმართულებით მარნეულშ არ არის", - განაცხადა ზაურ დარგალმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)