|
2020-03-30 11:10:03, 2851 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
„თიბისი ბანკმა“ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებას მოხმარდება. „მოხარული ვარ, რომ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. მოზიდული ფინანსური რესურსით თიბისი ადგილობრივი ბიზნესების უფრო აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მათი საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. მინდა, მადლობა გადავუხადო ოპეკის ფონდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდი OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა განვითრებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ოპეკის ფონდი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანდაცვა და განათლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)