16:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 09:56:07, 2879 ნახვა

მსოფლიო
COVID-19-ით ინფიცირებული პლასიდო დომინგო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი ესპანელი ტენორი, პლასიდო დომინგო COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო, თვითიზოლაციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პლასიდო დომინგო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს კლინიკაშია გადაყვანილი. ის მკურნალობას ექვემდებარება და თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ 79 წლის ოპერის მომღერალს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდა, რის შესახებაც ესპანელმა ტენორმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. დომინგოს ინფორმაციით, მან მაღალი ტემპერატურის და ხველების გამო ტესტირებისთვის ექიმს მიმართა, კვლევამ კი დადებითი შედეგი აჩვენა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფება. ოპერის მომღერალმა ყველას მოუწოდა, დაიცვან დისტანცირების წესები და პირადი ჰიგიენის ნორმები, რადგან პანდემიის დამარცხება მხოლოდ საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics