10:44 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 19:43:06, 2235 ნახვა

კომენტარი
მარინა ეზუგბაია - კიდევ ერთი გამოჯანმრთელებლი პაციენტი გვყავს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ინფიცირებულთა რაოდენობის და პაციენტების მდგომარეობის შესახებ დღის შეჯამებას აკეთებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს გაგზავნილი 5 ტესტიდან ხუთივე უარყოფითი იყო.

„დილის მერე მონაცემები არ შეცვლილა, დადასტურებული შემთხვევა 85 რჩება. სიახლე ის არის, რომ ერთ-ერთი პაციენტის განმეორებითი ტესტირების შედეგი უარყოფითია. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მაგრამ მას კლინიკა ჯერ-ჯერობით არ დაუტოვებია. სულ 16 გამოჯანმრთელებული გვყავს, 15 ინფექციურში ერთი კი საჩხერეში.

ბოლოს დამატებული პაციენტის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, კლინიკური მონაცემებით დაავადება არ პროგრესირებს. კლინიკური გამოკვლევებით მძიმე ორმხრივი პნევმონია დასტურდება, სხვა მონაცემებით გართულებები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.

დღეს დილით მხოლოდ 5 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ხუთივე უარყოფითი იყო. ამ საღამოსაც 7 პაციენტის კვლევის შედეგს ველოდებით.

რაც შეეხება 82 წლის ქალბატონს, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილიზაციის დადგომის შემთხვევაშ შესაძლოა გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებაც დადგეს. ამ წუთის მონაცემებით დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 33. კვლევის პროცესში კი 7 პაციენტი გვყავს“, - მარინა ეზუგბაია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics