10:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 14:17:19, 687 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თელავში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თელავში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმაც მიაგეს პატივი.

აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმაც, ბრიგადის სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ კი გმირთა მემორიალთან დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics