09:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 14:34:27, 722 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოში, სექტემბრიდან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს სტუმრობდა, სადაც გოჭკადილის კანიონი დაათვალიერა და ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

გოჭკადილის კანიონი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხის ახლადშემატებული ბუნების ძეგლია. კანიონის განვითარების პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, გადმოსახედი, ნავმისადგომი და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა, დაგეგმილია ასევე მეცამეტე საუკუნის წყლის წისქვილის რეაბილიტაცია.

გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი წლიურად 50 000 -მდე ვიზიტორს უმასპინძლებს. კანიონის უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავეა, რომელიც ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics