09:42 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 15:38:13, 781 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ტერიტორიაზე, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში მოთავსებულ მგზავრის ბარგშიმათ 80 აბიCODOLIPRANE  და 12 აბიBROMAZEPAM BIOGARAN აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.

ანალოგიური ფაქტი მოხდა 2აგვისტოს, სგპ „სადახლო საავტომობილოს“ ტერიტორიაზეც. ირანის მოქალაქე ნ.გ.ა.-ის კუთვნილ ბარგში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინის შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE 300/10(20 აბი) აღმოაჩინეს.საქმე შემდეგი რეაგირებისთვის გადაეცა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics