|
2015-08-01 14:06:41, 396 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრობას წარმატებით გაართმევს თავს
„მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მღებრიშვილის განაგრძობს შსს-ს რეფორმირების პროცესს და ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს“, - ამის შესახებ საართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. „მე მინდა ავღნიშნო, რომ გოგა იყო მართლაც ძალიან წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჩვენ ყველაზე რადიკალური რეფორმა განვახორციელეთ. ჩვენ სტრატეგიულად და შინაარსობრივად მთლიანად შევცვალეთ სისტემა. ასევე მინდა ვთქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოიფხვრა მთლიანად ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, სასტიკი წამება, ასევე ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა, სააკაშვილის დროს. ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ სისტემის რეფორმა და ეს სწორედ ბატონი გოგას და მისი გუნდის დამსახურებაა. მე მინდა ასევე ავღნიშნო, რომ მას ქონდა დაწყებული მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი. მე პირადად ვიმყოფებოდი ამ რეფორმის ამსახველ რამდენიმე ღონისძიებაზე, მათ შორის სასჯელაღსრულების ახალი დაბალი რისკის დაწესებულების და სრულიად თანამედროვე მართვის ცენტრის გახსნაზე. გოგამ გააუქმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მთლიანად გარდაქმნა ეს სტრუქტურა, ასევე მოხდა მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, პირველად, სახელმწიფო ხარჯავს მილიონობით ლარს პატიმრების მკურნალობისთვის. ასევე ბატონი გოგა არის ინიციატორი პროექტისა, რომელიც ინოვაციურია ამ სისტემაში, კერძოდ მე ვგულისხმობ ელექტრონულ სამაჯურებს, ანუ მონიტორინგს პატიმრებისას. მათ შეეძლებათ სახლში იყვნენ შიდა პატიმრობაში და ამ სისტემას ბატონი კახა დანერგავს უკვე უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, გიორგი მღებრიშვილი თავისი წესიერებით გამოირჩევა. „ბატონი გოგა გახლავთ ორი შვილის მამა. იგი არის თავისი წესიერებით გამორჩეული. პროფესიით გახლავთ სამართალმცოდნე, ამ სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არა ერთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც პოლიციაში, ასევე ფინანსურ პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურებში, შემოსავლების სამსახურში. იგი არის ძლიერი მენეჯერი კარგად იცნობს სისტემას და ზუსტად იცის რა სჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)