|
2020-02-20 19:03:55, 12685 ნახვა
Lifestyle
კანადელი მოცურავე - როდესაც ჩემი ორიენტაციის შესახებ განვაცხადე, მივხვდი, რომ შემიძლია ის ვიყო, ვინც ვარ
კანადელმა მოცურავემ, მარკუს ტორმეიერმა, რომელიც 2016 წელს ოლიმპიადაზე კანადის სახელით ასპარეზობდა, საკუთარი ჰომოსექსუალურობის შესახებ განაცხადა. "როდესაც საბოლოოდ დავუშვი ჩემს გარშემო აღმართული კედლები და თანაგუნდელებს გამოვუტყდი, ვგრძნობ , რომ როგორც იქნა შემიძლია ვიყო ის, რაც ვარ“, - ამბობს მარკუსი. საკუთარ ორიენტაციას მარკუსი თანაგუნდელებს დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა, რამაც ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა. სწორედ ამის შემდეგ საკუთარი ორიენტაციის გამჟღავნება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, თანაგუნდელებმა ეს განსჯის გარეშე მიიღეს. „2015 წელს როდესაც ჩემს გუნდს პირველად შევუერთდი, გარკვეული მიზეზების გამო მინდოდა საიდუმლოდ შემენახა ის, რომ გეი ვიყავი. არ მიდნდოდა დაძაბულობა შემექმნა გუნდში. მეშინოდა, რომ არ მიმიღებდნენ. მეშინოდა მათი უარყოფითი რეაქციების. ვფიქრობდი , რომ გამჟღავნება ხელს შეუშლიდა ჩვენი გუნდის ოლიმპიადაზე მოხვედრას. ასე რომ არ მინდოდა გამერისკა და სწორედ ამიტომ ორიენტაციაზე და პაემნებზე საუბარს უბრალოდ თავს ვარიდებდი და ავღმართე კედლები ჩემს გარშემო. ყოველ თვე უფრო და უფრო რთული ხდებოდა გასახდელში, ჩემ თანაგუნდელებთან იმის დამალვა, რომ გეი ვიყავი. ამ ყველაფერმა ცუდი გავლენა იქონია ჩემს ვარჯიშზე, ჩემს ურთიერთობებზე თანაგუნდელებთან. გვიან მივდიოდი და ადრე მოვდიოდი“, - აღნიშნა მარკუსმა. მისივე თქმით, მის ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც გაანალიზა, რომ მზად იყო თანაგუნდელებისთვის თავისი ორიენტაცია გაემხილა და ასეც მოიქცა. „ვფიქრობდი, რომ ჩემს მენტალურ პრობელემბს გამჟღავნება გამოასწორებდა, მაგრამ ჯერ კიდევ მეშინოდა. იმის მალვამ თუ ვინ ვიყავი, რეალურად იმდენად დამღალა და დამსტრესა, რომ საბოლოოდ გამანადგურა. თავს უიმედოდ ვგრძნობდი,მაგრამ ვიცოდი, რომ ასე ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი. არჩევანი კი ორი მქონდა საბოლოოდ დანებება და ხელის ჩაქნევა ან საკუთარი მომავლის უკეთესად წარმართვა და საბოლოოდ ასეც მოვიქეცი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მინდოდა საკუთარი თანაგუნდელებისთვის სიმართლე მეთქვა , მაგრამ ახლა ვიცოდი, რომ ამისთვის მზად ვიყავი. არ ვარ დრამატული პიროვენება, არ მიდნდოდა სცენები მომეწყო და უბრალოდ ველოდებოდი მომენტს, რომ მეთქვა. ერთ დღესაც, როდესაც თანაგუნდელებთან საუბრის დროს ლაპარაკი ურთიერთობებზე ჩამოვარდა, მე ვთქვი, რომ ბიჭთან პაემანზე არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მეშინოდა ამის. მათ კი მიპასუხეს, რომ საშიში არაფერი იყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა თუ მე ვიქნებოდი ის, ვინც ვარ და ამით თავს კომფორტულად ვიგრძნობდი", - განაცხადა მარკუს ტორმეიერმა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)