22:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 15:22:58, 750 ნახვა

ეკონომიკა
სემეკი "თელასის" სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილებას 18 დეკემბრამდე მიიღებს

"თელასის" სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 18 დეკემბერი განისაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც "თელასის" სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იმსჯელეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „თელასის“ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით წარმოება დაიწყო.

კერძოდ, კომისიამ დააკმაყოფილა ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. კომისიის გადაწყვეტილებით, წინადადებებისა და შენიშვნების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 31 აგვისტო, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - მიმდინარე წლის 18 დეკემბერი.

გარდა ამისა, კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სს „თელასის“ მოთხოვნა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics